იენს სტოლტენბერგი რუსეთის უახლეს შეიარაღებაში ახალ საფრთხეებს ხედავს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის უახლესი შეიარაღების მხრიდან ახალ საფრთხეებს ხედავს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომლის ინტერვიუს ფრაგმენტები „შპიგელმა“ გამოაქვეყნა.

მისი თქმით, რუსეთის ახალი რაკეტები ძალიან საშიშია. გენმდივნის თქმით, ეს რაკეტები მობილურია, ძალიან ადვილია მათი დამალვა და შეუძლიათ ევროპულ ქალაქებამდე მიაღწიონ გაშვებიდან დროის ძალიან მცირე მონაკვეთში.

სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ეს მახასიათებლები არა მხოლოდ ამცირებს ბირთვული იარაღის ბარიერს, არამედ გაზრდის შესაძლო გაუგებრობის რისკს.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო რუსეთის მაღალტექნოლოგიურ იარაღზე, ევროპაში ბირთვული მუხტის მქონე ახალი რაკეტების განთავსებით, არ უპასუხებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა