სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 346-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ სამხრეთ კორეის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გუშინ ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ვირუსით დაინფიცირების 346 დადასტურებული შემთხვევიდან 169 სინძეონძის რელიგიურ დაჯგუფებასთანაა დაკავშირებული, რის გამოც მისი 9 000 წევრის იზოლაცია და გამოკვლევა იგეგმება.

სეულში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები დროებით დაიხურა. შეიარაღებულ ძალებში 3 შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ კი ჯარისკაცებს სამხედრო ბაზების დატოვება და შვებულებაში გასვლა აეკრძალათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა