ლადო პაპავა - საქართველოში სტაბილურად არასტაბილური ვითარება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.

- ბატონო ლადო, თებერვლის ბოლოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევის ვადა იწურება, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საარჩევო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეწყვეტილი მოლაპარაკებები.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ვაშინგტონსა და ბრიუსელში გაცემული დაპირებების მიუხედავად ხელისუფლება კვლავ 100/50-ზე საუბრების ფონზე, თბილისში ვიზიტად იმყოფებოდა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი კრის სოჩა. მიუხედავად იმისა, რომ იგი პრაქტიკულად ყველას შეხვდა, ამ ვიზიტის შედეგებსა და დეტალებზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორ აისახება ბატონ კრის სოჩას ვიზიტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეწყვეტილ დიალგზე, ამ საკითხში ხელისუფლების პოზიციაზე?

- სურვილი, რომ მოლაპარაკებები ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არა მარტო განახლდეს, არამედ გარკვეული შეთანხმებაც შედგეს, საკმაოდ მაღალია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის.

ის, რომ პარლამენტის სავარაუდო სტრუქტურა 100/50-ზე უკეთესია ვიდრე 77/73-ზე, ესეც აშკარაა, თუმცა პრინციპულად ვერ ცვლის შესაძლო საბოლოო სურათს, როცა პარტიამ, რომელსაც ვერ ექნება აშკარად გამოხატული უპირატესობა არჩევნებში პოლიტიკურად „უფორმო და უშინაარსო“ მაჟორიტარების ხარჯზე მიიღოს საპარლამენტო უმრავლესობა და დააკომპლექტოს მთავრობა.

პარლამენტის სავარაუდო სტრუქტურა 100/50-ზე უკეთესია ვიდრე 77/73-ზე, თუმცა, პრინციპულად ვერ ცვლის შესაძლო საბოლოო სურათს, როცა პარტიამ, რომელსაც ვერ ექნება აშკარად გამოხატული უპირატესობა არჩევნებში პოლიტიკურად „უფორმო და უშინაარსო“ მაჟორიტარების ხარჯზე მიიღოს საპარლამენტო უმრავლესობა და დააკომპლექტოს მთავრობა

არაერთი მაჟორიტატი დეპუტატი ყოფილა, არის და იქნება მომავალ პარლამენტშიც, რომელსაც თავისი მკაფიოდ ჩამოყალიბებული და საჯაროდ გამოხატული პოლიტიკური შეხედულებები აქვს.

მათგან განსხვავებით, მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატთა უმრავლესობა ყოველთვის იყო და სავარაუდოდ დარჩება პოლიტიკურად „უფორმო და უშინაარსო“, რომელთათვის მთავარი იქნება მოერგოს იმ დროისთვის არსებულ ხელისუფლებას და თუ აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება შეიცვალა ისიც უყოყმანოდ გადაბარგდება ახალი ხელისუფლების მხარეს.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ მაჟორიტარულად არჩეული დეპუტატები არც თუ იშვიათად თავის თავზე იღებენ იმ ფუნქციას, რაც საკრებულობების და მუნიციპალიტეტების გასაკეთებელია. ზოგიერთი მაჟორიტარი ტრაბახობს კიდეც, თუ რა პროექტები განახორციელა თავის საარჩევნო ოლქში, და ვერ ხვდება, რომ ეს მისი ფუნქცია არ არის, რომ მან, როგორც პარლამენტის წევრმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს ქვეყნის განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და საკანონმდებლო საქმიანობაში.

ეს სიმახინჯე კი შენარჩუნდება მანამ, სანამ არჩევნების მაჟორიტარული სისტემა საერთოდ არ იქნება გაუქმებული და სანამ ქვეყანა არ გადავა სრულად პროპორციულ სისტემაზე.

ეს სიმახინჯე კი შენარჩუნდება მანამ, სანამ არჩევნების მაჟორიტარული სისტემა საერთოდ არ იქნება გაუქმებული და სანამ ქვეყანა არ გადავა სრულად პროპორციულ სისტემაზე

- ოპოზიცია აცხადებს - თუ ხელისუფლებას უნდა პროცესის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნება, უნდა გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა. მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებები არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ ამგვარი ნაბიჯები გადადგას.

მას შემდეგ რაც „ქართული ოცნების“ გენმდივანმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი საარჩევნო მოდელის თემაზე ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს ცალ-ცალკე გამართავს, გავრცელდა ინფორმაციები, რომ ამგვარი რამ მართლაც ხდება.

დამკვირვებელთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლების მიერ გადაბირებულთა შორის „ქართული ოცნებიდან“ წამოსულები, ანაც „გირჩელები“ შეიძლება აღმოჩდნენ.

თქვენი დაკვირვებით, ოპოზიციიდან, სავარაუდოდ ვის დაითანხმებს „ქართული ოცნება“ არჩევნების 100/50-ით ჩატარებაზე? და კიდევ - თუ მმართველი გუნდი მართლაც ამ გზას დაადგა, ერთი მხრივ ეს როგორ აისახება შიდაპოლიტიკაზე და მეორე მხრივ სავარუდოდ, როგორ შეაფასებენ მას ჩვენი დასავლელი პარტნიორები?

- სამწუხაროა, როცა „ნაციონალური“ ხელისუფლების ზოგიერთი დამნაშავე ლიდერი დღეს პოლიტპატიმრად მოიხსენიება. ეს, სამწუხაროდ, იმის ბრალია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე არ მიიღო საპარლამენტო დადგენილება, რომელიც პოლიტიკურად შეაფასებდა ხალხის წინაშე დამნაშევე ცხრაწლიან რეჟიმს. არც დროში გაწელილ და ყოვლად გაუმართლებელ „კოჰაბიტაციას“, რომელიც 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა დასრულებულიყო, მოუცია რაიმე სასიკეთო ქვეყნისთვის.

სამწუხაროა, როცა „ნაციონალური“ ხელისუფლების ზოგიერთი დამნაშავე ლიდერი დღეს პოლიტპატიმრად მოიხსენიება. ეს, სამწუხაროდ, იმის ბრალია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე არ მიიღო საპარლამენტო დადგენილება, რომელიც პოლიტიკურად შეაფასებდა ხალხის წინაშე დამნაშევე ცხრაწლიან რეჟიმს

იმის ნაცვლად, რომ „ქართული ოცნება“ ყოფილიყო თავიდანვე სამართლიანობის აღდგენის დროშის მატარებალი, დღეს, სამწუხაროდ, თავის მართლების რეჟიმშია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზეც.

უდიდესი შეცდომა დაუშვა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ, როცა თავის დროზე დახურა „მე-9 არხი“, როცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მოგების შემდეგ საერთაშორისო ლობისტურ კომპანიებთან გაწყვიტა ან არ განაახლა ხელშეკრულებები. დღეს შესაძლოა, თუნდაც ნაწილობრივ მაინც, უკვე დაგვიანებული იყოს „ქართული ოცნების“ ამ კუთხით გააქტიურება.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ ცალკეულ პარტიებთან შეთანხმებას, ეს სულაც არ არის გამორიცხული, თუმცა ოპოზიციის დიდი ნაწილი თავისი ელექტრორატის შენარჩუნების მიზნით ხელისუფლებასთან გარიგებაზე, დიდი ალბათობით, არ წავა.

ოპოზიციის დიდი ნაწილი თავისი ელექტრორატის შენარჩუნების მიზნით ხელისუფლებასთან გარიგებაზე, დიდი ალბათობით, არ წავა

დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ნაკლებსავარაუდოა, რომ რაიმე პრინციპულად ახალ სქემაზე მოახერხოს „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის ძირითად ბირთვთან შეთანხმების მიღწევა.

აქედან გამომდინარე კი ვთვლი, რომ პრიორიტეტულად უნდა ჩაითვალოს ის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მომდევნო არჩევნები - 2024 წლის ან რიგგარეშე აუცილებლად ჩატარდეს მხოლოდ პროპორციული სისტემით.

პრიორიტეტულად უნდა ჩაითვალოს ის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მომდევნო არჩევნები - 2024 წლის ან რიგგარეშე აუცილებლად ჩატარდეს მხოლოდ პროპორციული სისტემით

- შსს-ს ექს-მინისტრისა და წინა ხელისუფლების ხერხემლად აღიარებული ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას დიდი ხმაურის გარდა, თან დიდი მოლოდინი ახლდა.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ ერთი მხრივ როგორ აისახება მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლა წინა ხელისუფლების გაყოფილ პოლიტიკურ გუნდებზე და მეორე მხრივ საერთოდ მთლიანად პოლტიკურ სპექტრზე?

- ვანო მერაბიშვილის აქტივში უნდა ჩაითვალოს ის, რომ მან მისჯილი ვადა სრულად მოიხადა. იმავდროულად, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ის ბრალდებები, რაც თავის დროზე პროკურატურამ წაუყენა და ის ვადა, რაც მას სასამართლომ მიუსაჯა სრულაც არ არის დამაკმაყოფილებელი.

ის, თუ როგორ აისახება სასჯელმოხდილი ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ოპოზიციურ პარტიებზე დიდადაა განპირობებული თავად ვანო მერაბიშვილზე, მის არჩევანზე, თუ რომელ პარტიაში გაწევრიანდება, თუ სულაც საკუთარ ახლადშექმნილ პარტიას ჩაუდგება სათავეში. ასევე იმაზეც, თუ რამდენად აგრესიული იქნება მისი რიტორიკა.

ის, თუ როგორ აისახება სასჯელმოხდილი ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ოპოზიციურ პარტიებზე დიდადაა განპირობებული თავად ვანო მერაბიშვილზე, მის არჩევანზე, თუ რომელ პარტიაში გაწევრიანდება, თუ სულაც საკუთარ ახლადშექმნილ პარტიას ჩაუდგება სათავეში. ასევე იმაზეც, თუ რამდენად აგრესიული იქნება მისი რიტორიკა

- ზოგის აზრით, მერაბიშვილი გაყოფილ „ნაცმოძრაობის“ წარმადგენლებს შორის შემრიგებლის როლის მორგებას შეეცდება. სხვა თემაა, წინასაარჩევნოდ ვისთვის რა სარგებლის მოტანა შეუძლია მერაბიშვილს.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მერაბიშვილის პოლიტიკაში ჩართვა უფრო კარგი იქნება „ოცნებისთვის“, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობისთვის.

თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია ამგვარი მტკიცება და სავარაუდოდ, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მან იმ გუნდს, ვისთან ერთადაც გააგრძელებს პოლიტიაკში მონაწილეობას?

- მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია ის აგრესიული რიტორიკა, რომლითაც გამოირჩევა როგორც „ნაცმოძრაობის“, ისე „ევროპული საქართველოს“ ზოგიერთი ლიდერი.

„ნაციონალები“ და „ევროპული საქართველო“ ჯერ ხელისუფლებაში არ მოსულან და უკვე იმდენ აგრესიას და სიძულვილს გამოხატავენ, რომ საეჭვოა, ამით ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვონ.

„ნაციონალები“ და „ევროპული საქართველო“ ჯერ ხელისუფლებაში არ მოსულან და უკვე იმდენ აგრესიას და სიძულვილს გამოხატავენ, რომ საეჭვოა, ამით ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვონ

პირიქით, ეს სწორედ „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, რადგანაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, რომელიც აშკარად უკმაყოფილოა „ქართული ოცნების“ რვაწლიანი მმართველობით, ეს სულაც არ არის იმისთვის საკმარისი, რომ მოისურვოს „ბოროტების ცხრაწლიან წარსულში“ დაბრუნება.

თანაც სულ უფრო ცხადი ხდება, რომ არჩევნებში „ალალი ნაცების“ თუ „ევრონაცების“ გამარჯვების შენთხვევაში ქვეყანაში დაიწყება სასტიკი რევანში. ამას ხომ თავად ამ პარტიების ზოგიერთი ლიდერიც აანონსებს. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ უსასტიკეს რევანშისტულ განცხადებებს აკეთებს „ნაცმოძრაობის“ სულიერი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი.

ერთ-ერთი პირველი განცხადებაც, რომელიც ვანო მერაბიშვილმა გააკეთა, ეხებოდა არსებული ხელისუფლების დამხობას. შესაძლოა, მას ეს მართლაც წამოსცდა, მაგრამ, როგორც წესი, კაცს წამოგცდება სწორედ ის, რასაც სინამდვილეში ფიქრობ.

დაშილილი „ნაციონალების“ გამაერთიანებლად ვანო მერაბიშვილის უმთავრესი კონკურენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება, რომელიც პირადი ამბიციებიდან გამომდინარე, მის შესაძლო ჩანაცვლებას ყველანაირად შეეწინარმდეგება.

დაშლილი „ნაციონალების“ გამაერთიანებლად ვანო მერაბიშვილის უმთავრესი კონკურენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება, რომელიც პირადი ამბიციებიდან გამომდინარე, მის შესაძლო ჩანაცვლებას ყველანაირად შეეწინაღმდეგება

- თუ სოციოლოგიას დავუჯერებთ, საკმაოდ დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც არც ერთი პოლიტიკური ძალა არ მოსწონს და ჯერ არც აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს ხმას.

ოპოზიცია ცვლილებების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ უპირველეს მიზნად ივანიშვილის დამარცხებაზე საუბრობს.

„ოცნებას“ არჩევნების მოსაგებად ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი იმ თვალსაზრისით, რომ დაიბრუნოს ელექტორატის ნდობა. მაგრამ, მის მთავარ თეზისად კვლავ რჩება - „არა მიშას“ და „ნაციონალების“ დაბრუნებას!

თუ მერაბიშვილი „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა, შესაძლოა, ეს „ქართული ოცნებისთვის“ უფრო სასარგებლო აღმოჩნდეს, ვინაიდან მისი ლოზუნგი ასეც შეიძლება ტრანსფორმირდეს - „არა მიშას“! „არა ვანოს“!, რაც ოპოზიციურ ხმებს აშკარად დაქსაქსავს.

უკანასკნელ დღეებში კი ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეკონომიკაში ლამის არნახული წარმატებები გვაქვს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო რომ სოციალური ფონი სულ უფრო და უფრო მძიმდება ფაქტია.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად აქვს ხელისუფლებას იმის რესურსი რომ გააუმჯობესოს არჩევნებამდე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, თუ იგი არჩევნებზე მხოლოდ ლოზუნგების - „არა მიშას“! „არა ვანოს“! იმედზე იქნება?

- დღევანდელი გადასახედიდან ძნელი წარმოსადგენია, რომ რომელიმე არსებულმა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს იმ ამომრჩევლის გულის მოგება, რომელსაც საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

ამ სიტუაციის შენარჩუნება, კი ყველაზე მეტად „ქართულ ოცნებას“ აწყობს, რადგანაც ამომრჩევლის თვალში სახელისუფლებო პარტიის უმთავრეს მოწინააღმდეგედ ისევ და ისევ „ნაციონალები“ რჩებიან, თუნდაც ფორმალურად დაშლილი, რომელთაც კრიტიკულ სიტუაციაში „მიშას დროშის ქვეშ“ გაერთიანება სულაც არ გაუჭირდებათ. ამის საუკეთესო მაგალითი მოგვცა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა.

დღევანდელი გადასახედიდან ძნელი წარმოსადგენია, რომ რომელიმე არსებულმა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს იმ ამომრჩევლის გულის მოგება, რომელსაც საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს

ისიც გასათვალისწინებელია, რომ არჩევნებამდე სულ უფრო მცირე დრო რჩება და თუ აუხლოეს დღეებში არ გამოჩნდა ახალი პარტიები, მათ უბრალოდ დრო არ ეყოფათ იმისთვის, რომ ჯერ კიდევ გადაწყვეტილებამიუღებელი ამომრჩეველი თავის მხარეს გადაიბიროს.

ეკონომიკაში ცოტაა ისეთი ინსტრუმენტები, რომლითავ ამომრჩევლის გულის მყისიერი მოგება იყოს შესაძლებელი. ერთადერთია ხელფასების და პენსიების მატება, რაც ისედაც აქვს გადაწყვეტილი ოცნების მთავრობას.

იმავდროულად მნიშვნელოვანია მთავრობამ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ამომრჩევლებს გაუჩენს ეკონომიკური სიტუაციის რეალური გაუმჯობესების განცდას.

მნიშვნელოვანია მთავრობამ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ამომრჩევლებს გაუჩენს ეკონომიკური სიტუაციის რეალური გაუმჯობესების განცდას

- მას შემდეგ თუ რა რეაქცია მოჰყვა უგულავას ისევ დაკავებას ჩვენი პარტნიორების მხრიდან, დამკვირვებელთა უმრავლესობამ გამოთქვა აზრი, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის დაპატიმრება სრული პოლიტიკური სიბეცე იქნებოდა.

დამკვირვებელთა ნაწილი იმ შეთხვევაში არ გამორიცხავს ხაზარაძე-ჯაფარიძის დაკავებას, თუ „ლელო საქართველოსთვის“ იმაზე მეტად გაძლიერდა, ვიდრე ეს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ აწყობთ. თქვენც ასე ფიქრობთ?

- გეთანხმებით, რომ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკავება პოლიტიკური სიბეცე იქნება.

თუ კი ხელისუფლება ხაზარაძესა და ჯაფარიძეს დააპატიმრებს, ამით კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმ ჭეშმარიტებას, რომ დღევანდელი ხელისფლების ძირითადი მტერი თავად თვითონაა. სხვა ამ დონის მოწინააღმდეგე დღევანდელი „ქართული ოცნების“ ლიდერებს ოპოზიციაში ნამდვილად არ ჰყავს.

თუ კი ხელისუფლება ხაზარაძესა და ჯაფარიძეს დააპატიმრებს, ამით კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმ ჭეშმარიტებას, რომ დღევანდელი ხელისფლების ძირითადი მტერი თავად თვითონაა. სხვა ამ დონის მოწინააღმდეგე დღევანდელი „ქართული ოცნების“ ლიდერებს ოპოზიციაში ნამდვილად არ ჰყავს

- ამას წინათ, შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს საკმაოდ კრიტიკულად გამოეხმაურა ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. შემდეგ მანვე გაავრცელა განცხადება, რომ არ აპირებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას.

დამკვირვებელთა ნაწილმა არ გამორიცხა, რომ მისი ბოლო განცხადება შესაძლოა, მასზე ზეწოლის შედეგი ყოფილიყო. დამკვირვებელთა მეორე ნაწილის თქმით, საპარლამენტო არჩევნებამდე არა მარტო „შუა იქნება გაკრეფილი“, არამედ ფლანგებიც. თუ თქვენც ასე ფიქრობთ, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა იქნება 2020 წლის არჩევნების მთავარი ინტრიგა?

- გიორგი კვირიკაშვილის შესახებ საუბრისაგან თავს შევიკავებ, რათა ვინმემ ჩემი მისადმი აშკარად კრიტიკული დამოკიდებულება მიკერძოებულობაში არ ჩამითვალოს.

თუმცა, ვთვლი, რომ ჩემი მხრიდან მისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას ობიექტური საფუძველი ნამდვილად აქვს...

- ცნობილი გახდა, რომ შარშან რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ კიბერშეტევა განახორციელა. ჩვენმა პარტნიორებმა რუსეთის ამგვარი ქმედება დაგმეს. მანამდე ესტონეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2020 წელს რუსეთი აქტიურად იქნება ჩართული აშშ-ს საპრეზიდენტო და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში. ეს რომ ესტონელებს არ ეთქვათ, ჩვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს ქართულ პოლიტიკაში რუსეთის მონაწილეობის.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ ჩაერევა მოსკოვი საქართველოში შემოდგომისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში?

- რუსეთს ძლიერი, განვითარებული, აყვავებული და თანაც დემოკრატიული მეზობლები ნამდვილად არ სჭირდება. კავკასიაში მან თავისი ფეხი უკვე შემოდგა, და სამხედრო ბაზებით განიმტკიცა კიდეც რეალური ზეგავლენა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ჩემი აზრით, რუსეთის „პოლიტიკური მენიუ“ საქართველოსთან მიმართებაში მრავალფეროვანია. მას ჰყავს საქართველოს რუსეთთან დაახლოების აშკარად მხარდამჭერი პოლიტიკური პარტიები, ისევე როგორც პროდასავლური რიტორიკით გამორჩეული, თუმცა, მოსკოვის ინტერესების გამტარებელი პარტიებიც.

მოსკოვის ინტერესი კი საქართველოში არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დემოკრატიის დაბალი ხარისხის მქონე მუდმივად არასტაბილური, არეულობის ზღვარზე მყოფი, რაც შეაფერხებს მის განვითარებას.

არასტაბულური ქვეყნის იმიჯის მქონე საქართველო ჩვენი სამშობლოს ის იდეალური მდგომარეობაა, რისი მიღწევისთვის მოსკოვი არც ადრე იშურებდა ძალებს და არც მომავალში დაიშურებს.

არასტაბულური ქვეყნის იმიჯის მქონე საქართველო ჩვენი სამშობლოს ის იდეალური მდგომარეობაა, რისი მიღწევისთვის მოსკოვი არც ადრე იშურებდა ძალებს და არც მომავალში დაიშურებს

მოსკოვისთვის პარლამენტში აშკარად გამოხატული პრორუსული ინტერესების გამტარებელი პარტია თუ პარტიები მისაღებია წარმოდგენილ იქნენ მხოლოდ და მხოლოდ მცირერიცხოვანი ფრაქციებით.

მცირერიცხოვანი პარტიის საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლა მოსკოვს სულაც არ აწყობს, რადგანაც ამ შემთხვევაში რაღაც სასიკეთო ექნება მას საქართველოსთვის გასაკეთებელი, უწინარეს ყოვლისა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით. ეს კი მოსკოვის ინტერესში ნამდვილად არ არის.

მცირერიცხოვანი პარტიის საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლა მოსკოვს სულაც არ აწყობს, რადგანაც ამ შემთხვევაში რაღაც სასიკეთო ექნება მას საქართველოსთვის გასაკეთებელი, უწინარეს ყოვლისა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით. ეს კი მოსკოვის ინტერესში ნამდვილად არ არის

მისთვის უფრო ხელსაყრელია, ისეთი, თუნდაც საჯაროდ რუსეთის მაგინებელი, პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა, რომლებიც მაქსიმალურად გამოიწვევენ საქართველოში „სტაბილურად არასტაბილური ვითარების“ შენარჩუნებას.

ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი თვალსაჩინო იარაღი მოსკოვის ხელში მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც მოსკოვი წარმატებით იყენებს იმ „ბუას“ როლის შესასრულებლად, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ამ არასტაბილურობის ძლიერი სტიმულატორია ხან უკრაინაში, ხან საქართველოში, იმისდა მიხედვით, თუ როდის ხდება საჭირო პოლიტიკური სიტუაციის გამწვავება, შესაბამისად, უკრაინაში თუ საქართველოში.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს