ემანუელ მაკრონი - სირიაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების ქმედებები ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხეს ქმნის

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გერმანიას, რუსეთსა და თურქეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ ჩატარდეს სირიის საკითხთან დაკავშირებით სამიტი, რათა მოხდეს ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილება რეგიონში.

„ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავმართოთ ე.წ. სტამბულის ფორმატში მოლაპარაკებები“, - განაცხადა მაკრონმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, მოწოდებების მიუხედევად, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები ჩრდილო-დასავლეთ სირიაში წინ მიიწევენ.

„მათი ეს ქმედებები ჰუმანიტარული კატასტროფის, კონფლიქტის ესკალაციის და სამიგრაციო კრიზისის საფრთხეებს ქმნის“,-განაცხადა მაკრონმა.

სირიის ჩრდილო-დასავლეთში არსბულ ვითარებას გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანიც. „საგანაგაშოა მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის მაჩვენებლები ჩრდილოდასავლეთ სირიაში. ასობით ადამიანი მოკლეს. პატარა ბავშვები ყინვისგან კვდებიან. ადამიანების მიერ შექმნილი ჰუმანიტარული კოშმარი და ადამიანების არნახული ტანჯვა უნდა დასრულდეს“,-წერს გუტიერესი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს