ამირან გამყრელიძე - კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით, ირანში ეპიდსიტუაციის გაუარესება მისი მეზობელი ქვეყნებისთვის სერიოზული პრობლემაა

კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით, ირანში ეპიდსიტუაციის გაუარესება მისი მეზობელი ქვეყნებისთვის სერიოზული პრობლემაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ირანში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები იზრდება, რაც მეზობელი ქვეყნებისთვისაც საფრთხის შემცველია.

„ირანში, სამწუხაროდ, რთულდება ეპიდსიტუაცია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დღევანდელი მონაცემებით, ირანში, ქალაქ ყუმში, არის გარდაცვალების ორი და ინფიცირების რამდენიმე ათეული შემთხვევა. ასევე, სხვა წყაროებიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ გარდაცვალების რაოდენობა არის ხუთი, ხოლო ინფიცირების - რამდენიმე ასეული,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა