თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის სამ მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის სამ მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პაციენტების შემდგომი კლინიკური მართვის შესახებ გადაწყვეტილებას, ალბათ, დღეს, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა მიიღებს.

"რაც შეეხება ირანიდან გუშინ ჩამოსულ მოქლაქეებს, სამი მთგანი ერთი ოჯახის წევრები არიან. შემოსვლისას იყო ტემპერატურა, რადგან ირანში უარესდება ეპიდემიური სიტუაცია კორონავორუსულ ინფექციასთან დაკავშირებით, გადაყვანილი იქნენ ინფექციურ საავადმყოფოში. მათ ჩაუტარდათ ტესტი გრიპოზულ ინფექციაზე, პასუხი უარყოფითი იყო. ასევე ჩაუტარდათ კლინიკური კვლევები, დილას აიღეს ნაცხი კორონავირუსულ ინფექციაზე და მოლეკულური კვლევები სხვადასხვა რესპირაციულ ვირუსებზე. სწორედ ნახევარი საათის წინ დამთავრდა ეს კვლევები. კორონავირუსულ ინფექციაზე პასუხი უარყოფითია", - განაცხადა გამყრელიძემ.

მან ასევე ისაუბრა გუშინ, ჩინეთიდან ჩამოყვანილ საქართველოს 34 მოქალაქეზე, რომლებიც საჩხერეში არიან გადაყვანილი. ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ ისინი ჯანმრთელები არიან.

„ისინი დასაქმებულები იყვნენ ჩინეთში და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთში ჩვენი საელჩოს ინიციატივით მოხდა მათი ნებაყოფლობოთი გადმოყვანა.მათ დღეს დილით გამთენიისას დახვდა ჩვენი ეპიდემიოლოგთა ბრიგადა, კლინიცისტები. მეც ვიყავი იქ. გაიარეს თერმოსკრინინგი, ეპიდემიოლოგიური მონიტორინგი, შევსებულია სპეციალური შესაბამისი აღრიცხვის ფურცლები. მოხდა მათი იზოლირება, ანუ ორი კვირის განმავლობაში კარანტინში გადაყვანა. თუ რომელიმეს აღმოაჩნდა დამახასიათებელი რესპირაციული სიმპტომები, როგორიცაა: ხველა, სუნთქვის უკამრისობა, ქოშინი და ტემპერატურა, მაშინ, რა თქმა უნდა, ის გადაყვანილი იქნება ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. ჩაუტარდება კლინიკური გამოკვლევები, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მართვა. ამ ეტაპზე, ხაზს ვუსვამ, რომ ისინი ჯანმრთელები არიან", - განაცხადა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა