გიორგი გახარია - ყველა აუცილებელი მექანიზმი ამუშავდება, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტურად განხორციელდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის წინააღდეგ ეფექტიანად საბრძოლველად ყველა ის მექანიზი ამუშავდება, რაც საჭიროა.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ვირუსის კონტროლთან დაკავშირებით მუდმივი მსჯელობა მიმდინარეობს.

“ყველა ის აუცილებელი მექანიზმი ამუშავდება, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოში შესაბამისი ვირუსის წინაააღმდეგ ბრძოლა განხორციელდეს ეფექტურად. ეს იქნება ფრენები და სხვა რაც იქნება საჭირო ყველაფერს გავაკეთებთ. მიმდინარეობს მუდმივი მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეფექტურად განახორციელოს კონტროლი”,- განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: გახარიას თქმით კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურად საბრძოლველად ყველა მექანიზი ამუშავდება

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა