მამუკა ხაზარაძე - სცენარების თავში ჩადება, თითქოს არეულობა იგეგმება, უნდა დამთავრდეს

"ქართულმა ოცნებამ" რვა წლის განმავლობაში ქვეყანა დაამუხრუჭა და გააჩერა, - ეს განცხადება "ლელო - საქართველოსთვის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბათუმში გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყანაში ადამიანები ნეპოტიზმით საქმდებიან და ხელისუფლების არასწორმა მმართველობამ, ნიჭიერი ახალგაზრდების უმრავლესობას ქვეყანა დაატოვებინა.

მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ „ლელო-საქართველოსთვის“ მმართველობის ახალ სტანდარტებს დაამკვიდრებს.

"ადამიანების დაშინება უნდა დამთავრდეს, სცენარების თავში ჩადება დამთავრდეს - თითქოს არეულობა იგეგმება. ჩვენ ვართ, "ლელო-საქართველოსთვის" ის ძალა, რომელიც გაერთიანებისკენ მოუწოდებს ყველას და რომელიც არის დიალოგისკენ მოწოდებული და ახალ სტანდარტს დავამკვიდრებთ ქართულ პოლიტიკაში. ეს სტანდარტი არის იმ ყველაფერ მანკიერზე უარის თქმა, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში გავიარეთ. ეს არის გადაწყვეტილებაზე და ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული პოლიტიკა და არა ძალის დახარჯვა, ყველა ერთის წინააღმდეგ. ეს პრინციპულად სხვადასხვა რაღაცაა, ჩვენი ძალა უნდა დავხარჯოთ, ხვალინდელ დღეზე. ვინც არ არის ღირსი ხელისუფლებაში იყოს, ქართველი ხალხი არჩევნებზე თავის ადგილს მიუჩენს, ეს იქნება "ქართული ოცნება", რომელმაც რვა წელი გააჩერა-დაამუხრუჭა ქვეყანა და ვინც კი დარჩენილი იყო გააქცია ქვეყნიდან, ახალგაზრდა ადამიანები. ნეპოტიზმით აივსო ქვეყანა. ჩვენ დავკარგეთ ადამიანები, დავკარგეთ ტვინები და ჩვენი პოლიტიკა იქნება, ამ ტვინებისა და ტალანტების შეკრება და გაერთიანებისკენ მოწოდება. დაპურება კი არა კონკრეტული გეგმების დადება და შედეგების ჩვენება იქნება",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა