მეუფე ნიკოლოზი - კითხვაც არ უნდა, ვის შეიძლება პატრიარქი გულისხმობდეს - გამოდის სასულიერო პირი და პატრიარქს პირდაპირ ეთერში აგინებს, ბრძოლა არ არის? ციხეში რომ არის ადამიანი და თან შეწყალებას სთხოვს, თან აგინებს, ბრძოლა არ არის?

რომ გამოდის სასულიერო პირი და პატრიარქს პირდაპირ ეთერში აგინებს, ბრძოლა არ არის? ციხეში რომ არის ადამიანი და პატრიარქს თან შეწყალებას სთხოვს, თან აგინებს, ბრძოლა არ არის? თქვენ თუ გაინტერესებთ ამათ უკან ვინ დგას, მე არ ვიცი, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა აშკარაა და ეს საზოგადოებისთვისაც ცნობილია.

„მგონი, კითხვაც არ უნდა ვის შეიძლება პატრიარქი გულისხმობდეს და ვინ ებრძვის 40 წელი. 40 კი არა 7 ათასი წელია ეშმაკი ებრძვის ადამიანს. კონკრეტულად ვისი ხელით ებრძვის ეს სხვა საკითხია. ეკლესიას ებრძვიან, ეს ხომ ცხადია?! მანდ ორი აზრი არ არსებობს. 60 წელზე მეტია პატრიარქი სასულიერო პირია და სხვადასხვა სახით, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადამიანების ხელით ეს ბრძოლა არის მუდმივი. რა თქმა უნდა, პატრიარქმა იგულისხმა კონკრეტული ადამიანები, მაგრამ ეს ადამიანები იცვლებიან. 40 წლის წინ ვინც ებრძოდა კონკრეტულად ისინი დღეს აღარ არიან. დღეს ვინ იგულისხმა ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით, ეს საჯარო ინფორმაციაა, მაგრამ ვინ დგას მათ უკან, ეს სხვა საკითხია. რომ გამოდის სასულიერო პირი და პატრიარქს პირდაპირ ეთერში აგინებს, ბრძოლა არ არის? ციხეში რომ არის ადამიანი და პატრიარქს თან შეწყალებას სთხოვს, თან აგინებს, ბრძოლა არ არის? თქვენ თუ გაინტერესებთ ამათ უკან ვინ დგას, მე არ ვიცი. ეს ადამიანები ამბობენ, რომ ყველანაირი ინფორმაცია აქვთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ კავშირი აქვთ იმ ადამიანებთან, ვისაც შეუძლია ეს ინფორმაცია მიაწოდონ. მე არ მაქვს ასეთი კავშირი არავისთან და ფარული ინფორმაციები არ გამაჩნია. მე შემიძლია გითხრათ რომ არც ხდება, ამის ანალიზი გავაკეთო და ვთქვა, რომ პატრიარქს ებრძვიან ნამდვილად. ვინც ებრძვის, იმან უკვე გამოაცხადა თავისი თავი, გამოააშკარავა",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე: იგულისხმა თუ არა დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებში, მეუფემ განაცხადა: “ეს მინიშნება არ არის, რა ასე არ არის? გამოვალ, გამოვაქვეყნებ, თუ არ გამოვალ მაინც გამოვაქვეყნებო, მეტი რა უნდა გამოაქვეყნონ",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას, როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, პატრიარქი მისი შეწყალების წინააღმდეგი არ არის.

"არავითარ შემთხვევაში არ არის შეწყალების წინააღმდეგი. მარკოზის სახარებაში ასე წერია, გველს ხელში აიყვან და ზიანს ვერ მოგაყენებს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში ადამიანებს არ ვუკრძალავთ მოქმედებას ისე, როგორც მათ მიაჩნიათ. მიუხედევად იმისა, რომ ვიცით, ადამიანები ზიანს მოგვაყენებენ, ჩვენ მაინც ვეხმარებით - მშიერს მივცემთ საჭმელს, მწყურვალს წყალს დავალევინებთ, თუ სცივა, ტანსაცმელს ჩავაცმევთ, მაგრამ რომ ჩაიცვამს და გათბება მოვა და გვიკბენს. თუმცა, ეს ნაკბენი ვერ დაგვაზიანებს, ამიტომ ყველას შევიწყალებთ, ყველას მოვექცევით ქრისტიანულად, მერე თვითონ გადაწყვიტოს ვინ არის, გამთბარი ადამიანი თავს დაგვესხმება, თუ პირიქით, მხარში ამოგვიდგება“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან, მეუფემ ისაუბრა პეტრე ცაავასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი მოქმედებებიც პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლაა.

„ვინ შეაგინა პატრიარქს საჯარო სივრცეში შეგიძლიათ ორი ადამიანი დამისახელოთ? ეს მინიშნებაა? „კოლმეურნეობის თავმჯდომარეა და გვარს არ დავასახელებო“ ისე კი არ ვიძახი, ეს მინიშნება არ არის, მაგრამ კონკრეტული სიტყვების თქმა არ მინდა. პიროვნების მიმართ ზიზღი არ მაქვს, ვლაპარაკობ მის მოქმედებაზე, გინებაზე საჯარო სივრცეში, ეს ბრძოლა არ არის? არ არის ეს საშინელი მოქმედება? არ არის ფანტასტიკური დეტექტივის სიუჟეტი, როცა უცებ ასეთ საშინელებას იტყვი? ეს არის ბრძოლა! 42 წლის წინ რაც იყო ამაზე აღარ ღირს საუბარი. ფიზიკური თავდასხმები იყო პატრიარქზე“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოს მიქაელისა და ამ ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ".

იხილეთ ვიდეო: მეუფე ნიკოლოზი აღნიშნავს, რომ პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა აშკარაა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა