მეუფე დანიელი - წარღვნა უკვე დაწყებულია, ცოდვის ღვარცოფი მატულობს და ცდილობს მორევში ადამიანები ჩაძიროს

წარღვნა უკვე მიმდინარეობს, დაწყებულია, ეს არის არა ფიზიკური წარწყმედა ადამიანთა, არამედ სულიერი, - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა (დათუაშვილი) სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე დანიელმა აღნიშნა, რომ ივერია გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს იქნება ეკლესია, რომელიც მთელ მსოფლიოს მაგალითს აჩვენებს.

„დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყველას მოუწოდებს მართლმადიდებელთა ოჯახში შევიდეს. ისევე, როგორც კიდობანში შესული მართლმადიდებელი ნოეს ოჯახი გადარჩა, მართლმადიდებელ ეკლესიაში შესული სამწყსო გადარჩება. წარღვნა უკვე მიმდინარეობს, დაწყებულია. ეს არის არა ფიზიკური წარწყმედა ადამიანთა, არამედ სულიერი. ცოდვის ღვარცოფი სულ უფრო და უფრო მატულობს და ცდილობს ჩასძიროს ამ მორევში ადამიანები. ჩვენი პატრიარქი, ვითარცა ნოე დგას და მოგვიწოდებს, რომ ჩვენ მოვემზადოთ და დავმკვიდრდეთ დედა ეკლესიის წიაღში. არის წინასწარმეტყველება, რომ ივერია გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს, ეს იქნება ეკლესია, რომელიც აჩვენებს მთელ მსოფლიოს მაგალითს. დღეს თქვენ ხედავთ, რომ არა მარტო მართლმადიდებლური სამყარო, პატრიარქის ავტორიტეტს ძალიან დიდ ანგარიშს უწევს ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, სამღვდელოება, მრევლი. მას მიიჩნევენ დღეს მთავარ სულიერ ავტორიტეტად. ასევე, კათოლიკური და პროტესტანტული, არაქრისტიანული სამყარო - მუსულმანური, იუდეველთა სამყარო, ყველა აღიარებს ამ პიროვნების ძალიან დიდ სულიერებას. სწორედ მართლმადიდებელი ოჯახის სულიერი ავტორიტეტი, პატრიარქი დგას და აშენებს სულიერ ტაძარს, რომ ჩვენ გადავურჩეთ ამ წარღვნას“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.

მეუფე დანიელმა მრევლს პატრიარქის მილოცვა გადასცა და მისი ლოცვა -კურთხევით ჯავახაძეების გვარი დალოცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა