ირანის ლიდერი აცხადებს, რომ მტრები ცდილობდნენ კორონავირუსის თემა არჩევნებზე ზეგავლენისთვის გამოეყენებინათ

ირანის უმაღლესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის საფრთხეებზე გადაჭარბებული წარმოდგენით, ირანის მტრები შეეცადნენ პარასკევს საპარლამენტო არჩევნებზე ხალხი არ მისულიყო, თუმცა ეს არ გამოუვიდათ.

„ვირუსის შესახებ უარყოფითი პროპაგანდა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და განსაკუთრებით არჩევნების წინ გაიზარდა. მათმა მედიამ არ გაუშვა უმცირესი შანსიც კი, რომ ირანელი ამომრჩეველი გადაერწმუნებინა და გასამართლებელ საბაბად ავადმყოფობასა და ვირუსს იყენებდნენ“, - განაცხადა ხამენეიმ.

შეგახსენებთ, ირანში კორონავირუსით ორი გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია არჩევნებამდე ორი დღით ადრე გავრცელდა. ირანს, 21 თებერვალს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების და აქტივობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გამოუქვეყნებია. როგორც „როიტერი“ წერს, ზოგიერთი დაუზუსტებელი წყაროს ცნობით, არჩევნებზე აქტივობამ 45% შეადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა