სოფელ საქასრიას ავტომაგისტრალზე დასაქმებულებმა ობიექტზე ჩინელების შეყვანის გამო, მუშაობა შეწყვიტეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ საქასრიას ავტომაგისტრალზე დასაქმებულებმა მუშაობა შეწყვიტეს. ისინი ობიექტზე ჩინელი მოქალაქეების შეყვანას აპროტესტებენ.

მათი თქმით, ათამდე ჩინელი ობიექტზე გუშინ შეიყვანეს და ადგილზე კარანტინი ისე გამოაცხადეს, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო. თანამშრომლები ობიექტიდან ახლად ჩამოყვანილი ჩინელების გაყვანას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ. როგორც დასაქმებულები ამბობენ, ადგილზე მყოფი სხვა ჩინელებიც ეუბნებიან, რომ იზოლირებულ ტერიტორიას არ მიუახლოვდნენ, რადგან საშიშია.

როგორც კომპანიის კოორდინატორი გოჩა კოპაძე აცხადებს, უკვე მიდის მუშაობა და შვიდ ჩინელს ბორითში, ცენტრალურ ოფისში, იზოლირებულ ობიექტზე გადაიყვანენ. როგორც გოჩა კოპაძე განმარტავს, მოქალაქეები ობიექტზე დასაქმებული არიან და ისინი ჩინეთში შვებულებაში იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდნენ და უსაფრთხოების მიზნით ორი კვირის განმავლობაში იზოლირებული ეყოლებათ.

მისივე ინფორმაციით, ისინი სამედიცინო შემოწმებას დღეში რამდენჯერმე გადიან და მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვთ. რაც შეეხება ობიექტზე მიყვანას, მისი თქმით, ჩინელი მუშები ადგილზე დროებით შეიყვანეს, რადგან ბორითში საიზოლაციო სამუშაოები დასრულებული არ იყო და დღეს მათი გადაყვანა მოხდება.

ცნობისთვის, მაგისტრალზე სამუშაოებს "ჩინეთის გზებისა და ხიდების" კომპანია აწარმოებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა