ნუკრი ქანთარია საოკუპაციო ძალების მიერ 17 წლის მოზარდის დაკავებაზე - ტანკით ვერ შევალთ, ბუნებრივია, ვერ ავტეხავთ ქაოსს და უარესს ვერ დავიმართებთ

ტანკით ვერ შევალთ, ბუნებრივია, ვერ ავტეხავთ ქაოსს და უარესს ვერ დავიმართებთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ სოფელ კირბალის მიმდებარედ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებულ ახალგაზრდასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით „მაქსიმალურად ჩართული იქნება“.

„ტანკით ვერ შევალთ, ბუნებრივია და ვერ ავტეხავთ ახლა ქაოსს და უარესს ვერ დავიმართებთ. ბუნებრივია, მაქსიმალურად, რაც შეიძლება, ჩართული იქნება ხელისუფლება,“- განაცხადა ნუკრუ ქანთარიამ.

შეგახსენებთ, 17 წლის მოზარდის დაკავების შესახებ დილით გახდა ცნობილი. ახლობლების ინფორმაციით, კირბალის მცხოვრები, 17 წლის ალიკა შიუკაშვილი თანასოფლელებთან ერთად სოფლის სიახლოვეს მდებარე ტყიან ფართობში იმყოფებოდა შეშის შესაგროვებლად, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანი პირები გამოჩნდნენ. შიუკაშვილის თანმხლებმა პირებმა გამოქცევა შეძლეს, არასრულწლოვანი კი ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს და დე ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს. ამ დროისთვის ახალგაზრდა გათავისუფლებულია.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ