კომპანიის ინფორმაციით, საქასრიას ავტომაგისტრალზე დასაქმებული ჩინეთის შვიდი მოქალაქე სამშენებლო ბანაკის იზოლირებულ შენობაში განთავსდა

ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებელი კომპანია „ჰუნანის“ ინფორმაციით, 22 თებერვალს, ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული შვიდი თანამშრომელი, პრევენციის მიზნით, სამშენებლო ბანაკის ტერიტორიაზე მდებარე ცალკე საცხოვრებელში განთავსდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ჩინეთის შვიდივე მოქალაქემ საქართველოს საზღვარზე გაიარა სავალდებულო სამედიცინო შემოწმება.

„შემოწმების პროცესში ჩართული იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონული წარმომადგენელი. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ მათგანს ვირუსის არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება და არც ერთი მათგანი არ არის ჩინეთის ქალაქ უხანიდან, კომპანიის გადაწყვეტილებით, შვიდივე თანამშრომელი სამშენებლო ბანაკის იზოლირებულ შენობაში გაივლის საკარანტინო პერიოდს. ამასთან, ჩინეთის მოქალაქეებზე მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას კომპანიის ექიმი განახორციელებს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა