ისრაელმა სირიასა და პალესტინაში „ისლამური ჯიჰადის“ პოზიციები დაბომბა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სირიასა და პალესტინაში "ისლამური ჯიჰადის" პოზიციებზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

„ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს სირიაში, სამხრეთ დამასკოსა და ასევე ღაზას სექტორში განთავსებულ ლოკაციებზე, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადს“ ეკუთვნის,“- ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიის ცნობით, ინფორმაცია „ისლამურმა ჯიჰადმაც“ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებს მათი ორი წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა, რის გამოც, დაჯგუფება სამაგიეროს გადახდით იმუქრება.

თავდასხმა ისრაელმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გუშინ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა