ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტის მეშახტეები გაიფიცნენ

ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტის მეშახტეები გაიფიცნენ. ისინი დღეს შახტში სამუშაოდ არ ჩავიდნენ. მათი მთავარი მოთხოვნაა სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

როგორც მეშახტეები ამბობენ, მათ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, შახტში ერთი კვირაა გაფუჭებულია ელმავალი და ამის გამო ისინი ფეხით გადაადგილდებიან 6 კილომეტრის მანძილზე.

ისინი შიშობენ, რომ შესაძლოა, ძიძიგურის შახტა დაიხუროს და მეშახტეების ნაწილი უმეშევარი დარჩება.

კომპანიასთან მოლაპარაკებებში ჩართულია მეშახტეთა პირველადი პროფკავშირი. ისინი აცხადებენ, რომ აქვთ რეალური შეთავაზებები, როგორ უნდა გამოვიდნენ აღნიშნული კრიზისიდან.

იხილეთ ვიდეო: ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა