თიბისი IT აკადემია UX-ის კურსზე სტუდენტების მიღებას იწყებს

თიბისი IT აკადემიაში UX (User Experience/მომხმარებელთა გამოცდილება) Boot camp-ის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, სწავლა მარტში დაიწყება და UX-ით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, უსასყიდლოდ შეისწავლონ ახალ პროფესია ან ამ მიმართულებით საკუთარი ცოდნა გაიღრმაონ.

კურსს სპეციალურად მოწვეული უცხოელი მენტორები გაუძღვებიან, რომლებიც კვირაში 5 დღის განმავლობაში, ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდით, სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემენ რეალურ პროექტებზე იმუშაონ.

კურსზე მოსახვედრად სტუდენტებმა რეგისტრაცია ონლაინ უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე - https://forms.gle/txFTHChXTDrG1bsU7 . აპლიკანტების შერჩევა ჟიურის მიერ გასაუბრების და ტესტირების შემდეგ მოხდება.

საგანმანათლებლო პლატფორმა, ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია თიბისიმ 2019 წელს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში წამოიწყო. IT აკადემიის მიზანი ახალი თაობის განათლების ხელშეწყობა და მათთვის ისეთი ცოდნის გაზიარებაა, რაც პროფესიონალებად ჩამოყალიბებისა და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

2019 წელს თიბისი IT აკადემიაში უკვე 120-მა ახალგაზრდამ გაიარა Front-end და Back-end development ის კურსები. ყველა წარმატებული სტუდენტი თიბისი ჯგუფში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმდა. 2020 წელს აკადემიაში 200-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს განათლებას. დაგეგმილია სტუდენტებისთვის ტექნოლოგიების მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიების და კონკურსის ჩატარებაც.

გაზაფხულზე, UX-ის გარდა, თიბისი IT აკადემიაში Android და IOS development-ის კურსებზეც დაიწყება სწავლა. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულებზე შეუძლიათ: IOS Bootcamp- https://forms.gle/dJrYBQGA846QFvKJ7; Android Bootcamp - https://forms.gle/BPdZ3UkR8tCB17Wd8.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ