რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე - ბოლო ოთხმა წელმა დაგვანახა, რომ ცვლილების დროა

დღეს წყდება ქართული რაგბის ბედი, ბოლო 4-მა წელმა დაგვანახა, რომ ცვლილების დროა, - ამის შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ განაცხადა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ ყველაფერი ყრილობის შემდეგ გამოჩნდება.

"ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ცვლილება მოხდეს სამართლიანად და შედეგიანად, ეს ცვლილება საჭიროა, რადგან რაგბის კავშირი წინ წავიდეს სპორტის ასპარეზზე, შევიდეთ ათეულში და უფრო მაღლა ავწიოთ რაგბი რეიტინგით და ხარისხით ", - განაცხადა აბუსერიძემ.

რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი - ბაჩო ხურციძე, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე იბრძვის.

ცნობისთვის, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 30 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ორმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ და ირაკლი აბუსერიძემ ითხოვეს, რომ თარიღი შეეცვალათ. რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები დღეს გაიმართება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი