ამირან გამყრელიძე - იმედი გვაქვს, რომ გრიპის ვირუსის მეორე პიკი არ გვექნება, თუმცა, მედიცინაში გამორიცხული არაფერია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის ვირუსთან მიმართებაში საქართველოში სიტუაცია მშვიდდება.

როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, დღევანდელი მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე გრიპის ვირუსის 141 შემთხვევა ფიქსირდება.

„პირველი პიკი გვქონდა დეკემბრის ბოლოს, მას შემდეგ სიტუაცია საქართველოში მშვიდდება. დღევანდელი მონაცემებით, ეს არის 141 შემთხვევა გრიპის მსგავსი რესპირატორული ინფექციების მიმართვიანობა 100 ათას მოსახლეზე. წინა კვირას ეს იყო- 161. ასევე მცირდება მძიმე, მწვავე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის წილი. წინა კვირას 29% იყო, ახლა 29,4%-ია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპის მხრივ სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის. ამაში სერიოზული როლი ითამაშა იმან, რომ წელს 130 ათასამდე ადამიანი აიცრა ქვეყანაში, რაც კარგია. ამასთან, სახელმწიფომ კიდევ იყიდა 100 ათასი დოზა ვაქცინა და დღევანდელი მონაცემებით, 85 ათასზე მეტი ადამიანია აცრილი. რეზერვში კიდევ გვაქვს ორსული ქალებისთვის დაახლოებით 400 დოზამდე. გრიპის სეზონი გრძელდება მარტის ბოლო, აპრილის შუა რიცხვებამდე და შესაძლოა ოდნავ გახანგრძლივდეს. ამიტომ ორსულ ქალებს, ვინც აცრილი არ არის, მოვიდნენ და აიცრან. დიდი იმედი გვაქვს, რომ გრიპის მეორე პიკი არ გვექნება, თუმცა, მედიცინაში გამორიცხული არაფერია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მან მოუწოდა მოსახლეობას, რომ გრიპის პრევენციისთვის განკუთვნილი ღონისძიებები გაატარონ კორონა ვირუსთან დაკავშირებითაც.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე