გია ვოლსკი - ბურთის გადაგდება მოედანზე და ქვის გადაგდება ბოსტანში არ არის ის თემა, რაზეც უნდა ლაპარაკობდეს ახლა ოპოზიცია

ბურთის გადაგდება მოედანზე და ქვის გადაგდება ბოსტანში, ეს არ არის ის თემა, რაზეც უნდა ლაპარაკობდეს ახლა ოპოზიცია, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი დიალოგთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს.

მისივე თქმით, დღეს მნიშვნელოვანია ის, თუ რა სჭირდება საზოგადოებას სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.

„რომ ვამბობთ 100/50- ზე, ეს არ არის „ქართული ოცნების“ ინტერესი, ეს არის საზოგადოების, ქვეყნის ინტერესი, რათა შეძლოს გამარჯვებულმა მთავრობამ ჩამოაყალიბოს მთავრობა და ქვეყანა არ ჩააგდოს სტრესში, საითაც მიისწრაფვის ის საზოგადოება, რომელმაც თავს გაერთიანებული ოპოზიცია უწოდა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ხელისუფლება მზად არის გონივრული წინადადებები მოისმინოს.

„თუ გონივრულ წინადადებას მოვისმენთ ნებისმიერი წყაროდან, განსახილველია, გონივრული მოსაზრებები საინტერესო იქნება ნებისმიერი პოზიციიდან თუკი მოვისმენთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ მათთვის პოლიტიკური დევნის პირობებში დიალოგი წარმოუდგენელია, ვოლსკი აცხადებს, რომ ეს უკვე აღარ არის „ბურთის და მოედნის თემა“.

„ეს უკვე სხვა თემაა. ისინი თვლიან, რომ პოლიტპატიმარია ადამიანი, ვინც აწამა, დახოცა და დახოცილი ადამიანები მაღაზიის თავზე შემოაგდო. თვლიან, რომ პოლიტპატიმარია ადამიანი, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან შეიძლება წაიღოს 50 მილიონი. ჩვენ არ ვთვლით ასე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა