ნათია თურნავა - ბიზნესისთვის საკმაოდ ბევრი ინიციატივა გვაქვს, რომელთა ნაწილიც მათ დღეს გავაცანით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ინვესტორთა საბჭოსა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა და პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ არსებული კომპონენტები და საინვესტიციო შეთავაზებები გააცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ბიზნესთან შეხვედრები პერიოდულად იმართება, თუმცა დღევანდელი შეხვედრა კონკრეტულად პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ განხილვას მიეძღვნა.

„საკმაოდ ბევრი ინიციატივა გვაქვს ბიზნესისთვის და ამ მხრივ, ბევრი სალაპარაკოც. მათ შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ინიციატივა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, რომელიც აქამდე მხოლოდ ქონების პრივატიზებას მოიცავდა და ამ რამდენიმე ხნის წინ გამდიდრდა წიაღის კომპონენტით. ამასთან დაკავშირებით ბევრი სიახლე გვაქვს, რაზეც დღეს ვისაუბრეთ ბიზნესთან, მათ შორის - მიწაზე გამარტივებული წვდომა ინ კომპანიებისთვის, რომელთაც ვალდებულება აქვთ აღებული, რომ არა მარტო მოიპოვონ, არამედ გადაამუშაონ წიაღისეული. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ღირებულება შეიქმნას საქართველოში და რაც შეიძლება ადამიანი დასაქმდეს საქართველოში“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ.

შეხვედრა ინვესტორთა საბჭოს ორგანიზებით შედგა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სსიპ „წიაღის ეროვნული სააგენტოს“ ხელმძღვანელი მაია ზავრაშვილი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე და ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს უფროსი გიორგი ჩერქეზიშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა