ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, საზეიმო ცერემონიალის შემდგომ ბალცეროვიჩი ​საჯარო ლექციას „ინსტიტუციური სისტემები და ცხოვრების ხარისხი“ (“The Institutional Systems and the Quality of Life”) წაიკითხავს . ღონისძიებას თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, პროფესორები დაესწრებიან.

"ე.წ. „შოკური თერაპიის“ ავტორი ლეშეკ ბალცეროვიჩი პოლონელი ეკონომისტი, სახელმწიფო მოღვაწე და ვარშავის ეკონომიკის სკოლის პროფესორია. 1989 წელს იგი გახდა ტადეუს მაზოვიეცკის პირველი არაკომუნისტური მთავრობის ფინანსთა მინისტრი და ხელმძღვანელობდა თავისუფალი ბაზრის ეკონომიკურ რეფორმებს, რომლის შედეგად პოლონეთის ეკონომიკა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდა. ლეშეკ ბალცეროვიჩი ითვლება პოლონეთის 1989 წელს წამოწყებული ეკონომიკური რეფორმების არქიტექტორად. მან დააპროექტა და დაასრულა პოლონეთის ეკონომიკის რადიკალური სტაბილიზაცია და ტრანსფორმაცია კომუნიზმის დაცემის შემდეგ. 2001-2007 წლებში ის პოლონეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე იყო, ხოლო 1989-1991 და 1997-2001 წლებში ორჯერ გახლდათ პოლონეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე. 1997 წელს ბალცეროვიჩმა დაარსა არასამთავრობო ორგანიზაცია Civil Development Forum Foundation, რომლის მთავარი მიზანია საზოგადოების აქტიური მხარდაჭერა ინდივიდუალური და კოლექტიური თავისუფლების (განსაკუთრებით ეკონომიკური თავისუფლების) და ქვეყანაში კანონის უზენაესობის გაძლიერების კუთხით. ის დღემდე ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეა.

ლეშეკ ბალცეროვიჩი მსოფლიოს 20-ზე მეტი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია. 1992 წელს ლუდვიგ ერჰარდის ფონდმა (Ludwig Erhard Prize) ის დააჯილდოვა ლუდვიგ ერჰარდის სახელობის პრემიით. 1999 წელს, ვაშინგტონის ევროპულმა ინსტიტუტმა (European Institute of Washington) მას ტრანსატლანტიკური ლიდერების ჯილდო გადასცა, ხოლო 1998 წელს მიიღო ცენტრალური ევროპის ჯილდო (Central European Award) როგორც წლის ფინანსთა მინისტრმა. 2001 წელს ბალცეროვიჩს გადასცეს კარლ ბერტელმანის პრემია (Carl Bertelsmann Prize) პოლონეთის ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესში გაწეული წვლილისთვის. 2002 წელს მან მიიღო ფაზელის ფონდის (Fasel Foundation) ჯილდო ეკონომიკის განვითარებისთვის. 2004 წელს ბრიტანულმა ყოველთვიურმა გამოცემამ The Banker ბალცეროვიჩი ​ევროპის წლის ცენტრალური ბანკის საუკეთესო პრეზიდენტად აღიარა . ამავე წელს, განვითარებადი ბაზრების ჯილდომ მას მიანიჭა ანალოგიური ჯილდო",-ნათქვამია ინფორმაციაშია.

თსუ-ს ინფორმაცით, ლეშეკ ბალცეროვიჩი ​100-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორია პოლონეთსა და მის ფარგლებს გარეთ.

2000 წელს ბალცეროვიჩი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა