თბილისი-ბათუმის მატარებელში მგზავრების მოთხოვნით ჩინეთის 3 მოქალაქეს შემოწმება ჩაუტარდა, თუმცა ვირუსის სიმპტომები არც ერთ მათგანს დაუდგინდა

ბათუმი-თბილისის მატარებლის სამ მგზავრს, რომლებიც ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ, ახალი კორონავირუსის არც ერთი სიმპტომი არ დაუდგინდათ და მათი გადაყვანა არ იგეგმება , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქეების შემოწმების საფუძველი მგზავრების მოთხოვნა გახდა, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ ჩინეთის მოქალაქეებს ვირუსის სიმპტომები ჰქონდათ.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, საეჭვო სიმპტომები მოქალაქეებს არ აღმოაჩნდათ, ისინი არ არიან რისკჯგუფში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა