ბათუმი-თბილისის რეისი ჩინეთის მოქალაქეების გარეშე, 40 წუთის დაგვიანებით შესრულდა

ბათუმი-თბილისის მატარებელმა რეისი ჩინეთის მოქალაქეების გარეშე შეასრულა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, რეისი სხვა მატარებლით 40 წუთის დაგვიანებით შესრულდა.

მათივე ცნობით, ჩინეთის მოქალაქეების შემოწმება ადგილზევე მოხდა.

შეგახსენებთ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ბათუმი-თბილისის მატარებლის მგზავრებს, რომლებიც ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ, ახალი კორონავირუსის არც ერთი სიმპტომი არ დაუდგინდათ. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეების შემოწმების საფუძველი მგზავრების მოთხოვნა გახდა, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ ჩინეთის მოქალაქეებს ვირუსის სიმპტომები ჰქონდათ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა