კალათბურთელთა ნაკრები სერბეთში გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ბელგრადში, სერბეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა მსოფლიო კალათბურთის ერთ-ერთ გრანდს, სერბეთის ნაკრებს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში 94:90 მოუგო და ორი მატჩიდან ორი გამარჯვების შემდეგ E-ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

თბილისში დაბრუნებულ საქართველოს ნაკრებს აეროპორტში დახვდნენ და ისტორიული გამარჯვება მიულოცეს - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ და სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ.

კალათბურთელთა ნაკრებმა სერბეთში გამარჯვებამდე სპორტის სასახლეში შვეიცარიის ნაკრები 96:88 დაამარცხა, მომდევნო ოფიციალური მატჩის გამართვა კი 27 ნოემბერს მოუწევს, როდესაც ფინეთის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ერთ-ერთ ჯგუფს თბილისი მასპინძლობს. ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატზე თამაში აქედანვე გარანტირებული აქვს, თუმცა შესარჩევ ეტაპს როგორც სხვა მასპინძელი ქვეყნები, მაინც თამაშობს, რაც გუნდის მწვრთნელებს გუნდის მომზადების და ახალი ტაქტიკური სქემების გამოცდის შესაძლებლობას აძლევს. ნაკრების ახალგაზრდა კალათბურთელები კი სერბეთის დონის გრანდებთან პაექრობით დიდ გამოცდილებას იძენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა