იტალიაში კორონავირუსით მე-6 ადამიანი გარდაიცვალა, დაავადებულია 224 ადამიანი

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „რაი ნიუსი“ იუწყება.

ვირუსის ბოლო მსხვერპლი ლომბარდიაში მცხოვრები ქალბატონი გახდა, რომელიც ბრეშის საავადმყოფოში კრემის მუნიციპალიტეტიდან გადაიყვანეს. მას ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა. იტალიაში ვირუსისგან გარდაცვლილი ყველა ადამიანი ასაკოვანი იყო, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში უკვე 224 ადამიანია დაინფიცირებული. იტალია მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობით ჩინეთისა და სამხრეთ კორეის შემდეგ მესამე ადგილზეა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა