შსს-მ გუდაურში, ერთ-ერთი კაფე-ბარის მეპატრონისა და დაცვის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში, ერთ-ერთი კაფე-ბარის მეპატრონისა და დაცვის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ორი ორი პირი დააკავა.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობისა ბრალდებით დაკავებულია 1988 წელს დაბადებული ვ.წ, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით კი - 1993 წელს დაბადებული შ.ე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,

1988 წელს დაბადებული ვ.წ. - ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული შ.ე. კი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 თებერვალს, გუდაურში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ვ.წ. და ამავე ბარის დაცვის რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის შ.ე., ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ვ.წ.-მ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კაფე-ბარის მეპატრონესაც. პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან მეორე დღეს, ვ.წ. - მცხეთაში, შ.ე. კი გუდაურში დააკავა. ინციდენტში მონაწილე სხვა პირების მიმართ ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: გუდაურში, კაფე-ბარის მეპატრონისა და დაცვის თანამშრომლების ცემის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის