„ევროპული საქართველო“ იუნკერ შალვა ერისთავის ეროვნულ გმირად გამოცხადების ინიციატივით გამოდის

ევროპული საქართველო“ იუნკერ შალვა ერისთავის ეროვნულ გმირად გამოცხადების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში განაცხადეს.

პარტიის ლიდერებმა ბანერი მიიტანეს, რომელზეც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების რეპრესირებული და დახვრეტილი დეპუტატების ფოტოებია გამოსახული.

პარტიის ერთ-ერთი წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, იუნკერი შალვა ერისთავი იმსახურებს ეროვნული გმირის სტატუსს.

„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს დამფუძნებელი კრების დემოკრატიულად არჩეული პირველი პარლამენტის წევრებს, რომლებიც დახვრიტა საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმმა. პარლამენტის 130 წევრიდან ქვეყნის ტერიტორიაზე დახვრიტეს 51 და გადაასახლეს 30-ზე მეტი. შალვა ერისთავი იყო სტუდენტი, მანამდე თბილისში ცნობილი ფეხბურთელი, რომელმაც კონტრშეტევის დროს კოჯორში მიირბინა მოწინააღმდეგის პოზიციაზე ტყვიამფრქვევთან და საკუთარი სხეულით გააუნებელყო ტყვიამფრქვევი და მოკლა წითელარმიელი. ეს ის გმირობაა საქართველოს ისტორიაში, რომელიც ნამდვილად იმსახურებს სათანადო პატივის მიგებას და შალვა ერისთავი იმსახურებს ატაროს საქართველოს ეროვნული გმირის სტატუსი“, - განაცხადა კანდელაკმა.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

იხილეთ ვიდეო: კოჯორში იუნკრების მემორიალს ოპოზიციის წევრებმა პატივი მიაგეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა