გარემოს ეროვნული სააგენტო სტიქიური მოვლენების მონიტორინგს ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო სტიქიური მოვლენების მონიტორინგს ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელებს. როგორც “ინტერპრესნიუსს“ გარემს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund) მხარდაჭერით შეძენილი უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა.

მათივე ინფორმაციით, ახალი უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით სპეციალისტებს საშუალება მიეცემათ ეფექტურად და ობიექტურად შეაფასონ სტიქიით მოცული, ძნელად მისადგომი არეალები და მიიღონ ზუსტი მონაცემები ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური პროცესების დროს.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას მოსალოდნელ სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური ხასიათის მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილებების მომზადება და გავრცელება, ასევე სტიქიური მოვლენების საფრთხეების შეფასება წარმოადგენს. აღნიშნული ფუნქციების შესრულების მიზნით, განსაკუთრებით სტიქიური მოვლენების რეგიონებში მიმდინარე პროცესების ობიექტურად შეფასების და პირველადი სწრაფი რეაგირების განხორციელებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ასეთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას“, - აცხადებენ უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა