სერგეი ლავროვი ქართველ ჟურნალისტებს - ავადმყოფები ხართ გოგონებო!

„ავადმყოფები ხართ გოგონებო“! - ასე მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებს ჟენევაში, მას შემდეგ რაც მათ სცადეს სერგეი ლავროვისთვის კითხვა თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალთან დაკავშირებით დაესვათ.

ქართველი ჟურნალისტების აღნიშნულ შეკითხვას სერგეი ლავროვმა კონკრეტული პასუხი არ გასცა.

აღნიშნულს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა. მისი თქმით, ქართველი ჟურნალისტები ლავროვს „თავს დაესხნენ“, თუმცა „ბოსი არ დაშავებულა“.

„და იცით რა სჭირდებოდათ? შეუძლებელია დაიჯერო! ერთი კითხვა: ჩავა თუ არა ლავროვი თბილისში“,- წერს ზახაროვა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე და დასძენს, რომ „თვითონ თავის კოლეგასთან ერთად გაკაწრეს, თუმცა ბოსი არ დაშავებულა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა