დავით ზალკალიანი - ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გვაქვს ნატო-ს საბოლოო წევრობისთვის

საქართველო, როგორც ყველაზე წინწასული ასპირანტი ქვეყანა, ასრულებს ყველაფერს და გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი საბოლოო წევრობისთვის , - ამის შესახებ ჟენევაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველო ნატო-სა და მის წევრ ქვეყნებს მაქსიმალურად ეხმარება თავისი რაციონალური პოლიტიკით.

„ნატო-ს და წევრ პარტნიორებს ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ჩვენი რაციონალური პოლიტიკით, იმავე კონფლიქტების მოგვარების კუთხით და ვამბობთ, რომ საქართველო არ გამოიყენებს ძალას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დასაბრუნებლად და ეს არის იურიდიულად სავალდებულო ვალდებულება, რომელიც ჩვენ აღებული გვაქვს და ამას საჯაროდ ვაცხადებთ. მსგავსი ქმედებით, ჩვენი თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკით, ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით პარტნიორებს იმისთვის, რომ ისინი საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ სამშვიდობო პროცესს ალტერნატივა არ აქვს და რომ ეს არის შეუქცევადი პროცესი და რომ ჩვენ რეფორმების გზით, ჩვენი ყოველწლიური სამოქმედო გეგმის, ასევე ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტის ეფექტური შესრულებით, მივდივართ საბოლოო მიზნისკენ, რაც არის წევრობა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა