დავით ჭიჭინაძე - მინისტრი მაჭავარიანი გამუდმებით სხვის გამბედაობაზე საუბრობს და ჟურნალისტებს „ეტიპება“ - ზოგადად კი, პასუხები არც მაჭავარიანს აქვს და არც ხელისუფლებას

მინისტრი მაჭავარიანი გამუდმებით სხვის გამბედაობაზე საუბრობს, ჟურნალისტებს „ეტიპება“, თავად კი პარლამენტში მისვლის და დეპუტატებთან შეხვედრის ერთი ადგილი არ აღმოაჩნდა, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან დაკავშირებით განაცხადა.

ჭიჭინაძის თქმით, თანამდებობის პირების მხრიდან სახელმწიფოსთან მიმართებაში დანაშაულებრივი ქმედებები დიდია, მინისტრების მიერ მოწოდებული ინფორმაციები კი საკმაოდ მწირი.

„ზოგადად კი, პასუხები არც მაჭავარიანს აქვს და არც ხელისუფლებას იმიტომ, რომ საკმაოდ დიდია „ჩინოვნიკების“ მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებები სახელმწიფოსთან მიმართებაში, მინისტრების მიერ მოწოდებული ინფორმაციები კი საკმაოდ მწირია და ამ ყველაფრის პარალელურად ქვეყანაში უმძიმესი სიტუაციაა.

მინისტრების იმპიჩმენტს რაც შეეხება, არასწორი მგონია აქცია მხოლოდ აქციისთვის, რადგან არა მგონია 76 ხმა მოგროვდეს მათ წინააღმდეგ, მითუმეტეს ასეთი „მეამბოხე“ დეპუტატების ხელში. თუმცა, იმაში დარწმუნებული ვარ, რომ მაჭავარიანმა საკუთარი საქციელით უკვე მოუწყო თავის თავს იმპიჩმენტი და მოსახლეობა მას იმ უსახური მინისტრების რიგში გადაიყვანს, რომელიც ამ ქვეყანაში მრავლად დაგვიგროვდა, ოღონდ ამის განმასხვავებელი ის იქნება, რომ არც „ერთი ადგილი“ ქონდა და ჭრელი პერანგიც ეცვა“, - განაცხადა ჭიჭინაძემ, რომლის კომენტარსაც მისი პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა