გიგა ბოკერია ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატებზე - ჯერ საბოლოო სია არ არსებობს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას ინფორმაციით, ოპოზიცია მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატებზე ჯერჯერობით, არ შეთანხმებულა.

როგორც ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, იმ ლიდერების გვარები, რომელთა შესახებაც დღეს მედიაში გაჟღერდა, განიხილებიან სხვადასხვა ოლქებში კანდიდატებად, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„იმ გვარების მნიშვნელოვანი ნაწილი ისეთი ლიდერები არიან, რომ ბუნებრივია განიხილებიან, ამას მე დავამატებდი ელისაშვილს, გუგავას… აი, ეს ყველა გვარები განხილვის საგანი იყო და სხვებიც კიდევ. ჯერ საბოლოო სია არ არსებობს... დავამატებდი ზურაბ ჯაფარიძის გვარსაც, ვისურვებდი, რომ მარგველაშვილი, თუ ის მიიღებს გადაწყვეტილებას, იყოს ამ კონკურენციაში, ის ძალიან ძლიერი კანდიდატი იქნება „ოცნების“ წინააღმდეგი ნებისმიერ ადგილას, მაგრამ ეს ჩემი სურვილია. ზუსტად ასევეა ეს გვარებიც. ეს ყველა გვარი სწრაფად გავიარეთ, მოვნიშნეთ ლიდერები”, - განმარტა ბოკერიამ.

ცნობისთვის, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარი დეპუტატების საერთო კანდიდატების ნაწილზე შეთანხმდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა