ადვოკატი - ზაზა სარალიძე დაარწმუნეს, თითქოს კალანდიას იმიტომ არ იჭერდნენ, სუბელიანი ხელისუფლებას დაემუქრა, რომ ტრაპიზონში აქვს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები

მიხეილ კალანდიას იარაღი არ ჰქონია და დავით სარალიძეს ურტყამდა მხოლოდ მუშტს, რამეთუ ეშველა თავის მეგობრისთვის. ეს გამოიძიონ და არა პირდაპირ ხელი შეახოცონ კალანდიას, რათა ზაზა სარალიძე დააწყნარონ და მიაღწიონ პოლიტიკურ სტაბილურობას,- ამის შესახებ დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კალანდიასთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება შეუძლებელია, რადგან მას „დანაშაული არ აქვს ჩადენილი“.

„გამორიცხულია კალანდიას პირობებში რაიმე საპროცესო შეთანხმება. ეს შეიძლება მხოლოდ ელაპარაკო ადამიანს, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი. მიხეილ კალანდიას არანაირი იარაღი ხელში არ ჰქონია. ის ურტყამდა დავით სარალიძეს, მაგრამ ურტყამდა მხოლოდ მუშტს, რამეთუ ეშველა თავის მეგობრისთვის, რომელიც იყო საშინელ მდგომარეობაში აღმოჩენილი. კეთილი ინებონ და ეს გამოიძიონ და არა პირდაპირ ხელი შეახოცონ კალანდიას, რათა ზაზა სარალიძე დააწყნარონ და მიაღწიონ პოლიტიკურ სტაბილურობას. ვერ მიაღწევენ პოლიტიკურ სტაბილურობას. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. პირდაპირ გეტყვით ზაზა სარალიძის და მის უკან მდგომი პოლიტიკური პარტიების სასიამოვნოდ, რომელსაც ჰქონდა ჯენტლმენური გარიგება მანამდე და იმის გახორციელება მოხდა მოსამართლე მარსაგიშვილის ხელით.

ჩვენმა ზოგიერთმა ბინძურმა პოლიტიკურმა პარტიამ, არასამთავრობო ორგანიზაციამ გადაწყვიტეს გაუბედურებული ადამიანის მხარზე პოლიტიკური დივიდენდების აგორება, დაარწმუნეს ეს ადამიანი, რომ აქ იმიტომ არ ხდება ზოგიერთი საკითხი, რომ ამ ბავშვის უკან არის მირზა სუბელიანი, რომელსაც გააჩნია ივანე მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები და მოდი ეს გამოვიყენოთო, დაარწმუნეს ეს ადამიანი, რომ კალანდიას იმიტომ არ აძლევენ პასუხისგებაში, რომ მირზა სუბელიანი დაემუქრა ხელისუფლებას, თქვენ თუ კალანდიას დაიჭერთ, მე ტრაპიზონში მაქვს კადრები. ამან იმუშავა ყველაზე მეტად“,- განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, მოსამართლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთება საქმეში არ არის და მტკიცებულება, რომ დანაშაული კალანდიამ ჩაიდინა, არ არსებობს.

„ამ განაჩენის სამართლებრივი დასაბუთება საქმეში არ არსებობს. ის არის პოლიტიკური დაკვეთის პროდუქტი. რამეთუ მტკიცებულება იმისა, რომ კალანდიამ ჩაიდინა მკვლელობა, არც პირდაპირი, არც ირიბი არ არსებობს. თუ მხრდველობაში არ მივიღებთ სამ ჩვენებას. პირველი, ეს არის ჯანაშიას ჩვენება, რომლის საფუძველზეც მან საპროცესო შეთანხმება მიიღო. მეორე არის ბარბაქაძის ჩვენება, რომელიც ცდილობდა მიეღო საპროცესო შეთანხმება. მესამე ჩვენება გახლავთ მენაბდის ჩვენება, რომლის მიმართ გამოძიებას უამრავი კითხვა უნდა ჰქონდეს“,- განაცხადა თოდუამ.

რაც შეეხება დაცვის მხარის გეგმებს, თოდუას ინფორმაციით, მას შემდეგ რაც სახელმწიფოს შიგნით ყველა სამართლებრივ გზას ამოწურავენ, სტრასბურგს მიმართავენ.

ცნობისთვის, სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

იხილეთ ვიდეო: რატომ გაამტყუნა მოსამართლემ მიხეილ კალანდია - მიზეზებზე მისი ადვოკატი საუბრობს

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო