ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის გამო იტალიასთან მიმართებით ამ ეტაპზე დამატებითი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის გამო იტალიასთან მიმართებით ამ ეტაპზე დამატებითი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება.

როგორც უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან განმარტა, „იტალიელი მგზავრები არა მხოლოდ სამშობლოში მოწმდებიან, არამედ საქართველოშიც“.

„ამ ეტაპისთვის იტალიასთან მიმართებით დამატებით რეგულაციებს არ ვგეგმავთ. ჩვენი სალჩო და ელჩი ამ მიმართულებით მუშაობენ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ყველა იტალიელი მგზავრი მოწმდება, როგორც იტალიაში, ასევე ისინი მოწმდებიან ჩვენი სპეციალისტების მხრიდანაც და საჭიროების შემთხვევაში, მათაც გაეწევათ ის დახმარება, რა დახმარებასაც სხვა მოქალაქეებს ვუწევთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა