ეკატერინე ტიკარაძე - „მინისტრის საათზე“ დავაფიქსირე მზაობა, რომ აუცილებლად მივალ კომიტეტში

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მან „მინისტრის საათზეც“ დააფიქსირა, რომ აუცილებლად მივა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე. მისივე თქმით, კომიტეტის წევრებთან კონსტრუქციული თანამშრომლობა გაგრძელდება.

„პარლამენტთან მიმართებაში მე მაქვს შემდეგი პასუხი, მე ვიმყოფებოდი „მინისტრის საათზე“, სადაც იყო დასმული კონკრეტული შეკითხვები და ის მოთხოვნა, რომ მე მივსულიყავი კომიტეტზე, ეხებოდა იგივე კითხვებს. მე მივმართე კომიტეტს თხოვნით, რომ გადაეტანათ მათ ჩემთვის მოსმენის საათი და ასევე „მინისტრის საათზე“ დავაფიქსირე მზაობა, რომ მე აუცილებლად მივალ კომიტეტში. გარდა ამისა, ჩვენ ვმუშაობთ მიმდინარე რეფორმაზე და გვაქვს ამ კვირაშიც დაგეგმილი კომიტეტის წევრებთან ერთად გასვლითი ღონისძიება. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მათთან ერთად კონსტრუქციულ თანამშრომლობას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე