ვანო მერაბიშვილი ხვალ პოლონეთში მიემგზავრება

პატიმრობიდან ახლად გათავისუფლებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ხვალ დილით, პოლონეთში მიემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, ვანო მერაბიშვილის გვერდზე გავრცელდა.

ვანო მერაბიშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში, სეიმის ხელმძღვანელობის მოწვევით, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებაში. ამის შემდეგ, მერაბიშვილი აპირებს გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას.

როგორც ცნობილია, პატიმრობის თითქმის 7 წლის მანძილზე მას განზრახ არ გაუწიეს სათანადო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის შემდეგ მერაბიშვილი დაბრუნდება საქართველოში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე 20 თებერვალს დატოვა.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა