ადვოკატი - მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია - მისი პოზიციაა, საქმე არ გაჭიანურდეს და განხილვა გაგრძელდეს

ადვოკატ გაგი მოსიაშვილის ინფორმაციით, ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მარიანა ჩოლოიანის სისხლის სამართლის ბრალდების საქმეზე პროცესი იმართება. სხდომას ბრალდებული არ ესწრება.

როგორც გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გადაყვანილია ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, სადაც შესაბამის მკურნალობის პროცედურას გადის.

„რაც შეეხება მის დიაგნოზს, დაცვის მხარე არ აპირებს ამ კუთხით სპეკულირებას. მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იმაზე მეტს, რომ იგი გადის შესაბამის მკურნალობას, ვერაფერს გეტყვით. სასამართლო პროცესს რაც შეეხება, ჩვენ აუდიენცია გვქონდა მარიამ ჩოლოიანთან. მისი პოზიციაა, რომ საქმე არ გაჭიანურდეს და საქმის განხილვა გაგრძელდეს", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგებიან. გაგი მოსიაშვილის თქმით, ჩოლოიანის დაცვის მხარე სამართლებრივი ბრძოლისთვის მზად არის, კერძოდ კი იმისათვის, რომ მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დადასტურდეს.

„სპეკულირებას იმ კუთხით, რომ მარიანა ჩოლოიანის რაღაც ბრალეულობა არსებობს, საბოლოოდ წერტილი უნდა დაესვას“, - განაცხადა მოსიაშვილმა.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა. უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა პოლიციის მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს