დავით გარეჯის დაცვის კომიტეტის წევრებმა აზერბაიჯანის საელჩოსთან აქცია გამართეს

დავით გარეჯის დაცვის კომიტეტის წევრებმა აზერბაიჯანის საელჩოსთან აქცია-პრესკონფერენცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა დავით გარეჯის ტერიტორიიდან აზერბაიჯანელი სამხედროების გაყვანა მოითხოვეს.

მათ ამ მოთხოვნით საელჩოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სახელზე წერილიც შეიტანეს. როგორც წერილშია აღნიშნული, გაუგებარია, რატომ მოხდა საზღვრის დადგენამდე დავით გარეჯში აზერბაიჯანელი შეიარაღებული ძალების შესვლა.

აქციის მონაწილეებს ჰქონდათ წარწერებით: „ბერთუბანი, ჩიჩხიტური და უდაბნო საქართველოა“ და „ხელები შორს გარეჯისგან“.

ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა