წყალტუბოში დევნილებმა აქცია გამართეს

წყალტუბოში დევნილებმა აქცია გამართეს. სანატორიუმ „გეოლოგში" მცხოვრები დევნილები ამჯერად იმ ობიექტებთან შეიკრიბნენ, რომელსაც დევნილთა სამინისტრო აშენებს. ადგილობრივების თქმით, ავარიულ სანატორიუმში ცხოვრობენ და ისინი პირველები უნდა გაიყვანონ ახალ ბინებში.

დევნილები აცხადებენ, რომ რთული პირობების გამო მათ ბინები ქულების გარეშე უნდა მიეღოთ, ახლა კი სამინისტოში ეუბნებიან, რომ განცხადებები დაწერონ და ბინებს ქულების მიხედვით დაელოდონ.

ადგილობრივები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

სანატორიუმში 55-მდე ოჯახი ცხოვრობს. „მინისტრი შეგვპირდა, რომ პირველს ჩვენ გაგვიყვანდნენ, ამიტომ ველოდებოდით. კორპუსები აშენდა და ახლა გვეუბნებიან, რომ განცხადებები უნდა დავწეროთ. ასეთ რეჟიმში, როდის მოგვიწევს არ ვიცით. გაუსაძლის პირობებში ვართ, ან დროულად გაგვიყვანენ, ან პერმანენტული აქციები დაიწყება და უკიდურეს ფორმას მივმართავთ, ჩვენ თავზე პასუხს აღარ ვაგებთ", - აცხადებენ დევნილები.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა