ამირან გამყრელიძე - გთხოვთ, ვიყოთ მშვიდად, ნუ მივეცემით პანიკას და ვიხელმძღვანელოთ იმ ინფორმაციით, რაც ოფიციალური წყაროებით ვრცელდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყანა პანდემიურ ინფექციებთან საბრძოლველად ბევრად უფრო მზად არის, ვიდრე ეს ოდესმე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყოფილა.

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, პანიკას არ აყვნენ და ოფიციალური რეკომენდაციებით იხელმძღვანელონ.

„ხაზი მინდა გავუსვა და მოსახლეობა დავამშვიდო, რომ კორონავირუსული ინფექცია ამ ტიპის, ე.წ. ახალი, 2019 წლის კორონავირუსული ინფექცია დიახ, გახლავთ სერიოზული, მაგრამ ყველაფერი შედარებითია, არა იმდენად სერიოზული, როგორიც იყო მისი წინმავალი ინფექციები. დიახ, მთელ მსოფლიოში გამოცხადებულია პანდენიმიური მზადება, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანა ელოდება. დაახლოებით, 36 ქვეყანაში დაფიქსირებულია შემთხვევები, ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ იყო. ორი კვირის წინ, ჩავატარეთ შესაბამისი სამაგიდო სავარჯიშო დაავადებათა კონტროლის ცენტრში, სადაც საკოორდინატორო საბჭოს ყველა უწყება იყო წარმოდგენილი, ეს პასუხი მულტისექტორული გახლავთ, აქ არის ძალიან ბევრი უწყების პასუხისმგებლობა, ამ საკითხთან ბრძოლაში და იქ გამოიკვეთა ქვეყნის მზაობის დონე, რა დონეზე ვართ ჩვენ მზად, რა გვაქვს გამოწვევები, რა უნდა გამოვასწოროთ და ა.შ. დღეს ქვეყანა ბევრად უფრო მომზადებულია ინფექციებთან საბრძოლველად, მათ შორის, პანდემიურ ინფექციებთან საბრძოლველად, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

ამიტომ გთხოვთ, ვიყოთ მშვიდად, ნუ მივეცემით პანიკას და ვიხელმძღვანელოთ იმ ინფორმაციით, რაც ოფიციალური საინფორმაციო წყაროებით ვრცელდება, ვიქონიოთ კონტაქტი ჩვენს ოჯახის ექიმებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, ჩვენ ძალიან ღია ვართ დაავადებათა კონტროლის ცენტრი, არის ორი ცხელი ხაზი 15 05, 116 001, შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვა ცხელი ხაზის, „ფეისბუქის“, ვებგვერდის საშუალებით გაგზავნოთ, ამაზე იქნება პასუხი, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს კომუნიკაციას მოსახლეობასთან“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე