სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 1 595-მდე გაიზარდა

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით მეცამეტე პაციენტი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამხრეთ კორეაში ვირუსის 334 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 595-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა ქალაქ დეგუში დაფიქსირდა, სადაც მდებარეობს ეკლესია, რომელიც ქვეყანაში ვირუსის გავრცელებასთანაა დაკავშირებული.

სამხრეთ კორეის სამხედრო უწყების ინფორმაციით, კორონავირუსით სულ ცოტა 21 ჯარისკაცია დაინფიცირებული და სამხედრო მოსამსახურეებს ბაზების დატოვება აქვთ აკრძალული. ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები გადაიდო.

რაც შეეხება გლობალურ სტატისტიკას, მსოფლიოში ვირუსით 2 700 ადამიანია დაღუპული, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი - 80 000-ს აჭარბებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა