პრემიერი - უწყებათაშორის საბჭოს მინდა დავავალო, რომ შეიქმნას სპეციალური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების ყოველდღიურ ინფორმირებულობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საბჭოს ხელმძღვანელობას კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ყოველდღიური ინფორმირებულობა დაავალა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა სრულად აკონტროლებს პროცესს და საკმაოდ ეფექტურად უმკლავდება ამ გლობალურ გამოწვევას.

„მე რაც მოვისმინე ბოლო ორი დღის განმავლობაში, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი მთავრობის, ჯანდაცვის სისტემის ძირითადი ამოცანაა, დროული გამოვლენა, ხოლო, ჩვენი, როგორც მოქალაქეების ძირითადი ამოცანაა, პირადი ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვა. რაც რთული არ არის. ვფიქრობ, ჩვენ ამ გამოწვასაც გავუმკლავდებით ყველანი ერთად წყნარად, მშვიდად. მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს ყველა პრევენციულ ნაბიჯს და სრულად აკონტროლებს მიმდინარე პროცესს. კიდევ ერთხელ უწყებათშორის საბჭოს თითოეულ წევრს მინდა ვთხოვო და საბჭოს ხელმძღვანელობას დავავალო, რომ შეიქმნას სპეციალური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების ყოველდღიურ ინფორმირებულობას იმისთვის, რომ არ იყოს არანაირი კითხვის ნიშნები დარჩენილი პასუხების გარეშე, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა სრულად აკონტროლებს პროცესს და ჩვენ საკმაოდ ეფექტურად ვუმკლავდებით ამ გლობალურ გამოწვევას“, - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო:

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა