ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოსული მუშახელი, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა დასაქმებული,  აუცილებელ კარანტინს კარგად გადის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთიდან ჩამოსული მუშახელი, რომელიც ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა დასაქმებული, საკმაოდ კარგად გადის აუცილებელ კარანტინს, თვითიზოლაციას, რაც საერთაშორისო წესებით არის დადგენილი.

გამყრელიძის განმარტებით, ყველა ქვეყანა, მოქმედებს იმ გეგმის მიხედვით, რომელიც მოწოდებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ. მისივე თქმით, ყველა ქვეყანა ქმნის თავის ეროვნულ სამოქმედო გეგმებს, რომელიც საქართველოსაც გააჩნია.

„28 იანვრის დადგენილებით ამ გემის პირველი ვარიანტი დამტკიცდა. შემდეგ გუშინ დამტკიცდა გეგმის განახლება. ყველა გეგმა მუდმივ განახლებას საჭიროებს ეპისიტუაციიდან გამომდინარე.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საკმაოდ ინტენსიური მიმოსვლა გვქონდა ჩინეთთან და ირანთან, თავიდანვე საკმაოდ კარგი პრევენციული ზომები გატარდა ჩინეთთან მიმართებაში. ამან დაგვიცვა იმისგან, რომ ჩინეთიდან ინფექცია ქვეყანაში არ იქნა შემოტანილი, მაგრამ როდესაც უკვე ირანში გაჩნდა შემთხვევა, ჩვენ უკვე ვპროგნოზირებდით, რომ ჩვენთვის მეტ საფრთხეს შესაძლებელი იყო ირანი წარმოადგენდა, ვიდრე ამ ეტაპზე ჩინეთი.

ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევის დაფიქსირებას ველოდით და შესაძლებელია, კიდევ იყოს შემთხვევები, მაგრამ ერთი მხრივ, სხვა შემთხვევების შემოტანის პრევენცია უნდა გავაკეთოთ. დამერწმუნეთ, ეს რთული იქნება, მაგრამ ქვეყანა მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ამ ადამიანებს ადრეულ ეტაპზე გაეწიოთ სამედიცინო დახმარება. იმიტომ, რომ ხაზს ვუსვამ, რამდენჯერმე ითქვა, რომ შემთხვევების 81% მსუბუქად მიმდინარეობს, ანუ სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება. შესაძლებელია, სერიოზული სამდიცინო ჩარევების გარეშეც“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე