გიგა ბოკერიას განცხადებით, მარგველაშვილის მსგავსი ფიგურების ჩართვა პროცესში, რასაც ჰქვია „ივანიშვილის სახით ეროვნული პოლიტიკური ჭირის მოშორება“ არჩევნების გზით, მისასალმებელია

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის მსგავსი ფიგურების ჩართვა პროცესში, "რასაც ჰქვია ივანიშვილის სახით ეროვნული პოლიტიკური ჭირის მოშორება მშვიდობიანი არჩევნების გზით, მისასალმებელია". ამის შესახებ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგევლაშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვასთან დაკავშირებით.

„მისი პირველი განცხადების დღიდან ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია. ჩემთვისაც და ჩემი პოლიტიკური გუნდისთვისაც ყველა ცნობილი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ფიგურის (საქართველოს პრეზიდენტი ასეთია, ხომ?!ბატონი მარგველაშვილი) ჩართვა პროცესში, რასაც ჰქვია ივანიშვილის სახით ეროვნული პოლიტიკური ჭირის მოშორება, მშვიდობიანი არჩევნების გზით, მისასალმებელია",- განაცხადა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა