რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, აღსაზრდელებისთვის თავისუფალი დასწრება გამოცხადდა

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, აღსაზრდელებისთვის თავისუფალი დასწრება გამოცხადდა. როგორც გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბავშვების თავისუფალი დასწრების რეჟიმი ბაგა-ბაღებში, 2 მარტიდან პირველ აპრილამდე შენარჩუნდება. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მშობლების მოთხოვნით იქნა მიღებული.

„თავისუფალი დასწრება არ ცხადდება ჯანმრთელობის სამინისტროს რეკომენდაციით, რადგან ქვეყანაში ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე ტიპის ვირუსული პანდემიის საფუძველი. თავისუფალი დასწრება ცხადდება, მხოლოდ და მხოლოდ მშობელთა მრავალრიცხოვანი თხოვნის საფუძველზე", - აცხადებენ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა