საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი - ყველა სასაზღვრო პუნქტში პრევენციული ღონისძიებები გრძელდება

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედიკოსები რისკ ჯგუფში მყოფ თითოეულ მგზავრს თერმული სკანერებით, დისტანციური თერმომეტრებითა და სპეციალური აღჭურვილობით პერმანენტულად ამოწმებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ეკიპაჟები უზრუნველყოფილი არიან პერსონალური დაცვის სრული ეკიპირებით.

„როგორც იცით, აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში, გუშინ ცენტრის გადაუდებელი დახმარების ჯგუფებმა მოახდინა კორონავირუსის მატარებელი პაციენტისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა და მისი დაუყოვნებლივ ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსება, რამაც შესაძლებელი გახადა ვირუსის მატარებელი პირის მიერ ინფექციის გავრცელების თავიდან არიდება.

ცენტრი მადლობას უხდის თითოეულ თანამშრომელს მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე თავდაუზოგავი ზრუნვისთვისა და შექმნილი საგანგებო სიტუაციების დროს პროფესიული თავდადებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე