ფოთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ფოთში, რვა მარტის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ,,მოპედით“ მოძრაობდა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. მომხდარის შედეგად, დაშავდა ,,მოპედის“ მძღოლი. ის სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

,,პაციენტს აღენიშნება ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. მისი მდგომარეობა მძიმეა“, - აცხადებენ ფოთის სასწრაფო დახმარების სამსახურში.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა