18 წლის გოგოს, რომელიც გუშინ ფოთის ჰოსპიტალიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

18 წლის გოგოს, რომელიც გუშინ ფოთის ჰოსპიტალიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, - ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა ნანა მხეიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, გოგონას გადაიყვანენ აბასთუმანში.

,,მივიღეთ დადასტურებული ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან, რომ 18 წლის გოგონას, რომელიც წუხელ ფოთის ჰოსპიტალიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. სავარაუდოდ, შეიძლება, ის მაინც აბასთუმანში გადაიყვანონ, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ არის“,- განაცხადა ნანა მხეიძემ.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის გოგო, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა და მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, ფოთის ჰოსპიტალიდან თბილისში გუშინ, გვიან ღამით გადაიყვანეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა