გიორგი მარგველაშვილი ექსპერტებზე - ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში თესავენ აპათიას, რომელიც ადამიანს ათქმევინებს, რომ პოლიტიკიდან არაფერი გამოდის

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ექსპერტთა ნაწილს აკრიტიკებს.

როგორც მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ექსპერტები არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში თესავენ აპათიას, რომელიც ადამიანს ათქმევინებს, რომ პოლიტიკიდან არაფერი გამოდის.

„ექსპერტები რას საუბრობენ, ეს ცალკე თემაა. თქვენ ვისაც ეძახით ექსპერტებს, ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც რეალურად ცხოვრებაში არაფერი არ გამოუვიდათ და სხდებიან თქვენთან ერთად და გიყვებიან, როგორ არ გამოვა საქმე. სხედან თქვენთან ეთერში და გიყვებიან - რატო საქმე არ გამოდის... იმ ადამიანების მდგომარეობაში არიან, რომელიც მუდმივად ამბობენ, რა ვერ გამოვიდა და არა ის, როგორ გამოვიდეს რაღაცა.

რაზე ვსაუბრობთ? ვსაუბრობთ რეალობაზე, როდესაც ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი უკეთესი ქვეყნისკენ, არა ნაბიჯი უკან, არამედ ნაბიჯი პერსპექტივაში და სხედან აქ და გრძელ თეორიებს ავითარებენ იმასთან დაკავშირებით, რატომ რაღაცა არ გამოვა. ერთს შეუბრუნეთ კითხვა, როგორ უნდა გამოვიდეს. აი, ერთს უთხარით - გავიგეთ, ჭკვიანი ხარ, წვერებიანი ხარ, სათვალეებიანი ხარ, ჭაღარა ხარ თუ რაღაცა ხარ, აბა როგორ უნდა გამოვიდეს ეს ყველაფერი. ვერავინ ვერ გიპასუხებთ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში თესავენ იმ აპათიას, რომელიც მერე ათქმევინებს ადამიანს, რომ პოლიტიკიდან არაფერი გამოდის“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა